კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაკარგულად ითვლება, ხერსონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელმძღვანელის, ანდრეი ალექსეენკოს განცხადებით კი დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის, მათ შორის 474 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.