„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გამამტყუნებელ განაჩენს თბილისის მერი ეხმიანება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მას არავის ციხეში წასვლა არ უხარია:
„ნიკა გვარამიას პროცესს არ ვაკვირდებოდი, ამიტომ გამიჭირდება დეტალებში შევიდე და რაიმე განცხადება გავაკეთო, თემას არ ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, საქართველოში საბედნიეროდ, პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე სასჯელს იხდიან.
არ ვიცი, გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და ციხეში წასვლა არ მიხარია და, დარწმუნებული ვარ, ასეა ნებისმიერი ადამიანი, თუმცა, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, მან პასუხი უნდა აგოს, ამ კონკრეტულ ქეისზე დეტალებში შესვლა გამიჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.
ნიკა გვარამიას საქმის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ:
გვარამიას ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, მომავალში ამ გადაწყვეტილებას მძიმედ ინანებენ
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“