LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა – მარტივი კითხვა მაქვს: რატომ უშლის გამჭვირვალობის კანონი ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას?“

134
კახა კალაძე

„როდესაც საუბარია ექსტრემისტული და რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას თქვა, „არცერთი გაერთიანება არ უღირს“, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დააზიანოს.

აშშ-ის ელჩი საქართველოში: „როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ“

„არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რისთვისაც ჩემი წინაპრები იბრძოდნენ, სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. ყველა გაერთიანებას ეხება ეს.

ასევე ნახეთ

ზესტაფონის თეატრში, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა განაცხადა: „არა რუსულ კანონს!“

ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებიან, რატომ უშლის აღნიშნული კანონპროექტი ხელს?

პაველ ჰერჩინსკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონპროექტზე: „ის შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან – კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასება, ძალიან რთული იქნება“

ერთი არგუმენტი დამისახელოს ვინმემ. ყველა კარგი პროექტის განხორციელებას მივესალმებით, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ხელი შეუშალოს ამას, მაგრამ როდესაც საუბარია ექსტრემისტულ დაფინანსებაზე, რევოლუციურ დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.

თალაკვაძე: „საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულს ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს ათი წელია და დავიცავით მთელი ძალით, პრინციპულად, ეგეც“

გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველას პატივს ვცემ გერმანიას, ამერიკას, ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყანა, რას იტყვის ხალხი“. – აღნიშნა კალაძემ.

პოპულალურები