LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: „საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულს ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს ათი წელია და დავიცავით მთელი ძალით, პრინციპულად, ეგეც“

127
არცილ თალაკვაძე

„საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულს ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს ათი წელია და დავიცავით მთელი ძალით, პრინციპულად, ეგეც, ყველაფერი თურმე რუსულია,  რაც ამ ქვეყანამ კარგი გააკეთა და რასაც მივაღწიეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში სწორედ მათ [ხელისუფლებამ] დააბრუნეს ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, მზად არიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე:

ასევე ნახეთ

როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

„გახსოვთ, მაშინაც მთელი მსოფლიოდან გაერთიანებული იყვნენ ჩვენი ოპონენტები, კრიტიკოსები, ლობისტები, ყველა აკეთებდა განცხადებებს, თითქოს საქართველო დაშორდა ევროპულ ორბიტას, ეკონომიკა ჩამოიშალა და თითქოს საქართველო აღარ არის დღის წესრიგში.

ევროსასამართლოში ყველა საქმე ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ. აქ მიღებული იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ის, რასაც ჩვენ დღეს გვაბრალებენ, არის სიცრუე და ამ კანონის საწინააღმდეგო კამპანიის შესაფუთად.

როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრათ, რომ რუსეთის იქით არაფერზე ილაპარაკონ და არაფერი ახსენონ. საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულს ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს ათი წელია და დავიცავით მთელი ძალით, პრინციპულად, ეგეც, ყველაფერი თურმე რუსულია,  რაც ამ ქვეყანამ კარგი გააკეთა და რასაც მივაღწიეთ.

მამუკა მდინარაძე: „მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!“

-ს გენერალურმა მდივანმა და ევროკომისარმა ბრიუსელიდან თქვეს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გვეხმარება ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო გარე ჩარევის პრევენციაში, ამიტომ ეს დაიხურა.

თალაკვაძის თქმით, ევროპარომეტრის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში ათიდან რვა მოქალაქე ფიქრობს და გამოხატავს წუხილს, რომ უცხოური გავლენა ევროკავშირში არის პრობლემა, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

პესკოვი: „უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“

„ევროკავშირის ათიდან რვა მოქალაქე როცა ამბობს, რომ უცხოური გავლენა, ჩარევა მათ დემოკრატიაში არის პრობლემა და თავის მთავრობებს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, იმოქმედეთ, რომ აქედან დავიცვათ ჩვენი საზოგადოებაო, ეს რას ნიშნავს?

ჩვენი ოპონენტები ვისი სახელით გველაპარაკებიან? საქართველოს მოქალაქეებმა თქვეს, ეს არ არის ჩვენთან პრობლემაო? ჩვენი კანონპროექტი გვეხმარება ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო გარე ჩარევის პრევენციაში, დავხურეთ ეს თემა.

რეალურად, ევროდირექტივა ამბობს, რომ ევროკავშირის მასშტაბით, დანარჩენმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ეს კანონმდებლობა და ამბობს, რომ თვითონ უნდა დაარეგულირონ გარკვეულ ფარგლებში, რა მექანიზმები სჭირდებათ, რომ გარე ჩარევისგან დაიცვან თავისი საზოგადოება და დემოკრატია.

„შევნიშნე, რომ მის განცხადებაში მთელი რიგი დეზინფორმაციაა გაჟღერებული“ – ეკა სეფაშვილი აშშ-ს ელჩზე

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, მოლდოვა, უკრაინა – ამ ქვეყნებსაც ეხება ის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირში აქვთ მიღებული. ჩვენი ოპონენტები რომ ამბობენ, იქ რუსეთია ჩაწერილიო, მხოლოდ რუსეთი კი არ არის ჩაწერილი, ევროკავშირის წევრების გარდა, ყველას ეხება ის კანონმდებლობა, ისევე, როგორც ჩვენს შემთხვევაში. ამიტომ ვამბობთ, გვითხრათ ერთი პუნქტი, სადაც ქართული კანონპროექტი იმეორებს რუსულს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ .

მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობა ეხება ყველას, ვინც შეიძლება, პოტენციურად ჩაერიოს საქართველოს დემოკრატიაში.

პესკოვი: „უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“

„წინასწარ რომ გამოდიან დღეს გარკვეული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკაში არიან ჩართული და ამბობენ, ჩვენ არ  ვართ ეგენიო, ეს  რას ნიშნავს?

ჩვენ არ ვართ უცხოური გავლენის რეესტრში შესაყვანი ხალხიო და არც უნდა გვეხებოდეს ეგ რეგულაციო, ჯერ თქვენ ვინ გაბრალებთ, წინასწარ რატომ ლაპარაკობთ? ამიტომ ყველას ვეუბნებით, შემოდით არსებით, საგნობრივ დისკუსიაში“. – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პოპულალურები