LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: „უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“

128
დმიტრი პესკოვი

„უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

„ჩვენ მსგავსი გეგმების შესახებ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას ვხედავთ. მაგრამ, ალბათ, მათ მისი რუსეთის პროექტად მიჩნევის მცდელობის აბსურდულობა უნდა ავუხსნათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა – პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს

ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ახლა მათ თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის, მათ ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, ფულს იღებს ან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებითAA დაინტერესებული.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესებშია ის, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“. – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში გუშინ ისევ დააინიცირა.

პოპულალურები