„თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, დავით კეზერაშვილი თაღლითი და კრიმინალია“, – ამ განცხადებით თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.
როგორც მანვე აღნიშნა, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
„ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა უმძიმესი დანაშაულია, თაღლითური გზით ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. ასეთი მძიმე დანაშაული არავის შერჩება“. – განაცხადა კახა კალაძემ.
„რადიო თავისუფლება“: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა