LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიცია ეძებდა ოლიგარქს ჩვენს ქვეყანაში და მიიღო „მისტერ ოფშორი“ ოლიგარქი კეზერაშვილი“ – გურამ მაჭარაშვილი

135
Untitled design (2)

„ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიცია ეძებდა ოლიგარქს ჩვენს ქვეყანაში და მიიღო „მისტერ ოფშორი“ ოლიგარქი კეზერაშვილი. ისინი ელოდებოდნენ სანქციებს ქართული ოცნების ლიდერებზე და მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სანქცია მისტერ ოფშორ კეზერაშვილზე. მათ ერთ-ერთ პატრონზე“ – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-მ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

გადაცემაში „დღის თემა“ მაჭარაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მსგავს გადაწყვეტილებას ევროპის ქვეყნებიც მიიღებენ.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ეჭვობს რომ ცრუ ფაქტები “ფორმულას ” დამფუძნებლის შესახებ შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიაწოდეს, მაჭარაშვილი განწირული ადამიანის განცხადებას უწოდებს.

„ეს არის განწირული ადამიანის განცხადება. ჩვენ ვიცით რომ შეერთებულ შტატებში ასევე კარგად იცნობენ მის ნამოღვაწარს როგორ საქართველოში, ასევე საერთაშორისო სააგენტოების მიერ დადებული მტკიცებულებების შესაბამისად“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

დავით კეზერაშვილის წარმომადგენელი თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის აშშ-ში ტურისტული ვიზის არ მიცემის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა. კეზერაშვილის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ ცრუ ფაქტები “ფორმულას ” დამფუძნებლის შესახებ შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

„საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე. ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი – რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება.

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა. დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილის მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები