LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა: „აი, რას შვრება მერია, ქუჩებს ავიწროებს“, მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, არასტანდარტული გზები გვაქვს

62
Untitled design (5)

თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. სიტყვით გამოსვლის დროს დედაქალაქის მერმა სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრა და ქალაქში არსებულ არასტანდარტულ გზებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხშირად ისმის კრიტიკა, რომ მერია ქუჩებს ავიწროებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა, რომ: აი, რას შვრება მერია, ქუჩებს ავიწროებს, მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს..

აქ არიან კარგი სპეციალისტები და ისინი უფრო დეტალურად იტყვიან, ჩემზე უკეთ იციან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. არასტანდარტული გზები გვაქვს, ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, თავად დააკვირდით. არის კონკრეტული ქუჩები, გამზირები, სადაც პირობითად ვიძახი, არის სამი ზოლი. არის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც ეს სამი ზოლი გარდაიქმნება ორ ზოლად ან ერთ ზოლად.

სამწუხაროდ, ასეა ეს გზები, რომელიც პრობლემას წარმოადგენს და ჩნდება ე.წ ძაბრი. აი, კარგი მაგალითი არის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, მოდიხარ გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი-ოთხი ხაზით და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩნდება ორი ზოლი, რომელიც იწვევს საცობს და რომელიც არის უდიდესი პრობლემა. ამიტომ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ ეს ყველაფერი მწყობრში მოვიყვანოთ, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g