საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრება. სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან “ქათული ოცნების” გენერალური მდივანი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი. მათ უკვე გამართეს რამდენიმე შეხვედრა მაღალი რანგის და სტატუსის მქონე დეპუტატებთან.
„არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება – შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან”, – აცხადებს კახი კალაძე.
ძალიან ნაყოფიერი იყო – კალაძე და კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ
კახი კალაძის და ირაკლი კობახიძის ვიზიტს საფრანგეთში სოციალურ ქსელში ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი და წერს, რომ უმრავლესობის ლიდერებს სტრასბურგში ვერ ცნობენ და შეხვედრები, რომელიც მათ ქონდათ – “სიმწრით” დანიშნეს.
სალომე სამადაშვილი:
“რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება, რომ უპრეცედენტოდ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად და ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ახლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა”, – წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე.