LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენაზე 500 მილიონი ლარი დაიხარჯება

102

ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული, – ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელთან სებასტიან ჰუსონ დე სამპინისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“გვინდა, რომ ტრანზიციის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ შეხვედრებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. მათთან ურთიერთობა და თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელი იყოს თანხების მოზიდვა, რათა წინასარჩევნოდ გაჟღერებული პროექტების განხორციელება მოხდეს. ის მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან იქნა ყურადღება გამახვილებული და დახმარების სურვილი გამოთქვეს, არის ძველი თბილისის რებილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და “სმარტ სითი”. გავიმეორებ, რომ გვინდა, ნაკლები ბიუროკრატია. გვინდა, უფრო მეტი სიახლე, თანამედროვეობა, ინოვაცია და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ”დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათავლისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მათი თანადგომა და ეს ურთიერთობები, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g