LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე EU-ს გადაწყვეტილებაზე: პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ქვეყნის დასჯაა, რომ სტატუსი არ მოგვცეს

91
კახა-კალაძე-1

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, გაღებული მსხვერპლისა და გატარებული რეფორმების მიუხედავად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიცემისას გაერთიანება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და საქართველოს სჯის.

ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„გულდასაწყვეტია, რომ ეს სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით. არაფერზე უკან არ დაგვიხევია. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

ყველაზე მეტად თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ხელდაკარგული, ფეხდაკარგული ჯარისკაცი, ეს ჩვენთვის ბევრ რამეს ნიშნავს და თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის.

და, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ქვეყნის დასჯაა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ სტატუსის მოპოვებას შევძლებთ.“ – განაცხადა კალაძემ.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა. ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

ამ პირობებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

„არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ“ – რა თხოვნით მიმართა კალაძემ გუნდის წევრებს სამგორის გამგებლის განცხადების შემდეგ

 

magti 5g