იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს “ის შანსები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა”. ამის შესახებ ხვიჩიამ პირველ არხთან განაცხადა.
“შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია და ფავორიტად დარჩება, თუ ოპოზიციამ რაიმე არ მოიფიქრა” – აცხადებს გირჩის ლიდერი
მისი განცხადებით, გამოსავალი ოპოზიციის მხრიდან ტაქტიკის შეცვლაშია. როგორ ხვიჩია აცხადებს, საჭიროა შეირჩეს უკეთესი იდეა და არა უკეთესი ადამიანი მოწინააღმდეგის მიმართ.
მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიცია ამ ტაქტიკით იმუშავებს, კალაძე ფავორიტად დარჩება.
