LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა“

203
კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს გზა ევროპაშია.. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“

მისივე თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. კალაძის განცხადებით, სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას:

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. აღნიშნულ ფეხბურთელებს შორის არიან: გიორგი მამარდაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია.

„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე

„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა

დღესვე, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი სტატუსები გამოაქვეყნეს UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ და ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ.

„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციიის კეთილდღეობისთვისაც კი“ – ილია თოფურია

„არა ამ კანონს და არა ყველა ინიციატივას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს.. არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის იყო სასარგებლო“ – შოთა არველაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g