დედაქალაქის მერი, კახა კალაძესაქართველოს ეროვნულმა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
საქართველომ ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა
“გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!
იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.
მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.”- წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.