LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ჯინ შაჰინის განცხადებაზე: სამი კაცი იყო დარბაზში, დავთვალე – ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს

159
ფორტუნა - 2023-04-28T130107.358

რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ”.

ჯინ შაჰინი: „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“

„„ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ის არის, თავად საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე როგორ გრძნობენ 2012 წლამდე და მის შემდეგ არსებული ხელისუფლებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„საოცრება იყო, „გადავსებული“ დარბაზი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც ნათელი მაგალითია, მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. სამი კაცი იყო დარბაზში, დავთვალე“, – განაცხადა კალაძემ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია და საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს.

„2012 წლის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გრძნობს საკუთარ თავზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რას გრძნობს საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი? – კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, გვაქვს მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის ამ ურთულეს გზაზე, განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით და ყველა იმ გასაკეთებელი საქმით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები