LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია

53
კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. კახა კალაძის თქმით, ამჟამად გამწვანებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ფერდზე წყლის არიდება მოხდეს.

“ჩვენ, როდესაც აღვადგინეთ საავტომობილო მოძრაობა, მაშინ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი და ეს სამუშაოები, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანად არის დასრულებული. ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში:

დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რაზეც მთელი, ყოველდღიურად, ყოველ სააათობრივად და ყოველ წუთიერად მიმდინარეობს მონიტორინგი. იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზე, იგივე გაკეთდა მაჭავარიანის მეწყრულ ფერდზე და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი.

ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, შეიქმნა ე.წ. წინაღობები, გაკეთდა ჭაბურღილები, განხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად, ყველანაირად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, უკვე დიდი ხანია, უსაფრთხოა, ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ”, — განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესები 2021 წლის მარტის დასაწყისში განვითარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები