LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე მარიჯანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლაზე: „არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა, მშენებლობა დაუსრულებელია, მოგვიწევს სრული დემონტაჟი“ 

178
ing (3)

„გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი, ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე მარიჯანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ქარმა შენობიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა და ავტომობილები დააზიანა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული შენობის დემონტაჟი განხორციელდება:

მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ქარმა სამშენებლო ბლოკები გადმოყარა და ავტომობილები დააზიანა

„ფორტუნას“ დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

„ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა.

ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, – თქვა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g