თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ქარმა სამშენებლო ბლოკები გადმოყარა და ეზოში მდგომი ავტომობილები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოყრილი სამშენებლო ბლოკი, ეზოში მდგომ 5-ზე მეტ ავტომანქანას დაეცა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
❗️❗️თბილისი – მარიჯანის ქუაჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა❗️ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა ❗️
Posted by ჩემი ქალაქი მკლავს on Monday, 9 October 2023