LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მეტროსადგურის “გოცირიძე“ ბაქანი მთლიანად თავიდან არის ასაშენებელი

374
23032667-1098341406935961-1935039832767683628-n

კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს.

“ბაქანი არის მთლიანად თავიდან ასაშენებელი, აქვს პრობლემა. გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურზე „გოცირიძე“ არ ჩერდებიან.

მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო – სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა იყო დაანონსებული, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g