LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა – 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული

95
კალაძე

დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა – ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, მძღოლების მონიტორინგი გაგრძელდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების მხრიდან ძალიან ხშირად შემოდის წერილი და ზარები, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ აჩერებენ, როდესაც მგზავრის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ გააჩეროს მიკროავტობუსი.” – აცხადებს კალაძე.

მისი განცხადებით ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებებში თავისუფალი ადგილის არარსებობით, ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი.

“ჩვენ არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. გვქონდა ასეთი შემთხვევა, მონიტორინგს ვატარებთ. იყო შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში იყო ადგილი და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა.” – განაცხადა მერმა.

მისი თქმით ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

“გავაგრძელებთ მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მინდა მივმართო მგზავრებს: მეგობრებო, ვისაც გექნებათ ასეთი შემთხვევა, მოგვმართეთ და დაგვიკავშირდით. მერწმუნეთ, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება“, – აღნიშნავს კალაძე.

magti 5g