LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა – მე, ჩემს მოადგილეს, წერეთლის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს“  

158
კალაძე წერეთელზე

„მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა – მე, ჩემს მოადგილეს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან დღევანდელ მუნიციპალიტეტის სხდომაზე დააზუსტა,  იმისთვის, რომ „ცრუ მედიებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ, აქ საუბარი არ არის საბოლოო ვადის გადაწევამდე..“

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა 

კალაძის თქმით, იანვარი რაც იყო ნათქვამი, ყოველთვის ძალაში იყო, საუბარია შიდა ვადებზე, რომელსაც სამუშაოებს პროცესში კომპანიები აბალანსებდნენ.

„დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა.

თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ.

„წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები“ – თბილისის მერის მოადგილე

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი.

უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს.

კალაძე: „ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან.. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება.. ბოდიში დისკომფორტისთვის“

ახლა მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“. – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები