LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან.. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება.. ბოდიში დისკომფორტისთვის“

146
Untitled design (6)

თბილისის მერი აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება.

კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში უნდა დაწყებულიყო“ და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური სპეკულაციაა“.

„მინდა, წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მიმდინარე სამუშაოების ფონზე შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოვუხადო. შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. ვიცით, რომ ღამით ხმაურია, ზოგიერთ კომპანიას მუშაობა ღამით უწევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.

ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამუშაოები ამ დროის ნაცვლად, ზაფხულში უნდა დაგვეწყო, რადგან ქალაქში ნაკლები ხალხი იქნებოდა.

კარგი, ვთქვათ, დავიწყეთ ზაფხულში, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ხომ გადაიწევდა? დღეს ვამბობთ, რომ სამუშაოები იანვრის თვეში დასრულდება. ეს რომ მოგვიანებით დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა და მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას?

ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა, ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, ათას სისულელეს მოიგონებენ. როგორ არ უნდა ესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს აქ სამუშაოები ჩატარდა, ამ ტიპის სამუშაოები არავის უწარმოებია, ხდებოდა მხოლოდ გზის საფარის შეცვლა და მეტი არაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g