LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ნუ მიედ-მოედებით,11%-ით მოიგო კახა კალაძემ, ასე რომ დათვალეთ

109
კალაძე

ნუ მიედ-მოედებით, არის საშუალება, რომ ბიულეტენები გადაითვალოს – 11%-ით მოიგო კახა კალაძემ, ასე რომ დათვალეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპონენტების შეფასების შესახებ, რომ მათი მხარდამჭერების ბიულეტენები გაბათილებულია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უბნების გადათვლა კანონს არ ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, კითხვაზე, ექნებოდა თუ არა ბათილ ბიულეტენებს არჩევნების შედეგებზე გავლენა, კალაძე ამბობს, რომ „არანაირი“.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ოლქები, სადაც „ქართული ოცების“ კანდიდატს 45 ხმა დააკლდა, „ქართულ ოცნებას“ რომ პირველივე ტურში გაემარჯვა. გვაქვს ოლქები, სადაც 20-25 ხმა დაგვაკლდა. ვინმეს რომ სდომოდა იმ ოლქებში, პირველივე ტურში დამთავრდებოდა. ასე რომ, ნუ მიედ-მოედებით. არის საშუალება, რომ გადაითვალოს. უამრავი დამკვირვებელი იყო. რაიმე ისეთი რომ ყოფილიყო, რასაც შეეძლო არჩევნების შედეგზე გავლენა მოეხდინა, ამას მკაცრი რეგირება მოჰყვებოდა და არ იქნებოდა ის შეფასებები, რაც ეუთო/ოდირისგანაა“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, “თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები აქვთ, თუმცა კალაძის თქმით, ამაზე არ უნდა გავჩერდნენ.

„ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში და რა ხდებოდა, ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო ეუთო-ოდირ-ის დასკვნაშია მოცემული, რათა კიდევ უფრო უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ მომდევნო წლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმე, საქმე და საქმე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g