თბილისის მერი ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპონენტების გეგმები არ აინტერსებს.
კახა კალაძის თქმით, აქციების ჩატარება მათი უფლება, მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს.
“საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება, საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს.
მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ. მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას.” – განაცხადა კახა კალაძემ.
“ნაციონალური მოძრაობა” პარტნიორ პარტიებთან “ლელოსთან” და “დროასთან” ერთად თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნათქვამი მოგვიანებით პარტიაში დააზუსტეს.
მანამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ აქციაზე მიმართა, რომ მომდევნო კვირას შეკრებილიყვნენ თბილისში, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.
მომდევნო კვირა დღე 7 ნოემბერია. თარიღი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებს დღემდე ახსენებენ.
ოპოზიციის აქცია თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გაიმართება
ელენე ხოშტარია: “აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს”