LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: “აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს”

1901
4e4c362c01ae98e07a21cea0ea66572d-XL

მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ ჩატარდება.

ამის შესახებ ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„7 ნოემბერს არ იქნება, მოდი პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს. სხვა ციკლში არ გადაიწევს, უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, დღეს ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g