LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „რა პრობლემაა, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი – ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაცა წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?!“

178
კახა კალაძე

„საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთო მიმოსვლა შესაძლებელია – აბსოლუტურად ვერ ვხდები ეს რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, მან უპასუხა კითხვას, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ქვეყნების დემარში, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო – ელჩები ეკონომიკის მინისტრს ხვდებიან

კალაძის თქმით, ავიამიმოსვლა ისედაც შესაძლებელი იყო ერევნის გავლით როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში და შესაბამისად, ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

პაპუაშვილი: სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა

„საოკუპაციო რეჟიმის მოქალაქეების შემოსვლა არ იყო საფრთხე და ომს გამოქცეული რუსია საფრთხე?!“

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით.

ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

კახა კალაძე: ჩვენ მივესალმებით რუსეთთან თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს სურვილი მოხდეს ევროინტეგრაცია.

როდესაც საქართველოს ექნება სტატუსი, როდესაც საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჩვენც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შედის საერთო ინტერესებში.

საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთო მიმოსვლა შესაძლებელია, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი.

აბსოლუტურად ვერ ვხდები ეს რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას, ვისაც ამისი სურვილი აქვს.

ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაცა წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სერგეი გავრილოვი: „ვფიქრობთ, ავიამიმოსვლის განახლების შემდგომი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g