LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ჩვენ მივესალმებით რუსეთთან თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

127
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

თბილისის მერი, კახა კალაძე მიესალმება, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმდება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.

„რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან“ – რუსეთის დუმის დეპუტატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები