„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან და ამბობს, რომ ეს კვების საფასურია.
“რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის.
თქვენ მიზანმიმართულად ამბობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება – მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები.
როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჯდა აქციის ჩატარება”. – თქვა კახა კალაძე.
„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე 27 სექტემბერს გაიმართება.
პაპუაშვილი: ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე ოდესმე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ყოფილა