LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ: კობახიძე

118
okobaxa

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებული აქცია არ არის კონტრაქცია და მისი მიზანი საზოგადოებისთვის ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებაა.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, “ქართულ ოცნებას” ხალხის თბილისში ჩამოსაყვანად ჯერ მარტო იმდენი მძღოლი დასჭირდება, რამდენი ადამიანიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ აქციაზე შეკრიბა:

“რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, ეს არის მესიჯბოქსი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დაალაგეს. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის.

ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაცით ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში.

ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანიცაა ხალხისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება.” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

ამავე თემაზე:

„ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი“- 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები