LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: სამგორის რაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, მის სანაცვლოდ კი ახალი კორპუსი აშენდება

82
Untitled design (1)

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში პირველი საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოხდება და ახალი კორპუსი აშენდება:

„მიმდინარეობს არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოები. ოჯახები ცხადია, უზრუნველყოფილი არიან ქირით, გაყვანილი არიან დროებით. როგორც კი დემონტაჟი მოხდება, ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება დაიწყება და ამ ოჯახებს 2 წლის განმავლობაში ჩაჰბარდებათ სრულიად ახალი, მოწესრიგებული და რაც მთავარია, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც, ცხადია, სხვადასხვა ავარიულობის კატეგორიები აქვს მინიჭებული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, მომდევნო წლების განმავლობაშიც მოხდეს ამ შენობების ჩანაცვლება, რადგან ერთი და ორი წელი, ამ პრობლემის მოგვარებას არ ეყოფა.

შეიძლება ხვალ, ზეგ, მომდევნო წლების განმავლობაში არ ვიყოთ დედაქალაქის მთავრობაში, მაგრამ ვინც იქნება, მათაც ექნებათ საშუალება, იხელმძღვანელონ აღნიშნული პროგრამით და განახორციელონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით, 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობაა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა უბანში და მისი პროექტის სახით განხორციელება არის მნიშვნელოვანი“, – თქვა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმითვე, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მეორე პროექტი კალოუბნის N18-ში განხორციელდება

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, რომ გვაქვს კიდევ მეორე პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, ეს არის კალოუბნის 18-ში მდებარე კორპუსი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, უმძიმესი მდგომარეობაა, შემიძლია გაჩვენოთ ფოტომასალა, რომელიც ასახვას იქ არსებულ ვითარებას.

შენობა ცხადია, ავარიულია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს ამ კორპუსში და მათი მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება, შეთანხმება. დღეის მდგომარეობით, მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია, ხელშეკრულება გაფორმებულია საპროექტო კომპანიასთან, რომელიც წლის ბოლომდე დაასრულებს დეტალურ პროექტირებას. 30 ოჯახი ძალიან ცუდ პირობებში, გაუბედურებულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობდა. ისინი იცხოვრებენ ახალ კორპუსში, რომელიც გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ჩაბარდება მათ.

კალოუბნის 18-ში მცხოვრებ 30 ოჯახს, როგორც ვარკეთილის შემთხვევაში, ბინები სრულად გარემონტებული ჩაბარდება. პროექტი ჯამში 2 წლის განმავლობაში დასრულდება. ასევე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ დაახლოებით, 21 პროექტი განიხილება დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მიერ“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g