LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის პატარ-პატარა ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება – ელექტროდამტენები დამატებით 23 ახალ ლოკაციაზე განთავსდება

71
Untitled design (19)

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ელექტროდამტენები დამატებით რამდენიმე ახალ ადგილზე განთავსდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ეს წახალისება იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში.

„ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში და რა თქმა უნდა, თბილისში.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ 45 ელექტროდამტენი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა რაიონებში დავაყენეთ ბიზნესის ჩართულობით ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ 45-ვე ლოკაციაზე ელექტროდამტენები ელექტრომობილებისთვის გამართულად მუშაობს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გადასახადი არის ნული.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ელექტრომობილების რაოდენობა წავახალისოთ და რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციებზე ელექტროდამტენების განთავსების თვალსაზრისით, 23 ახალი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს დამატებით განვათავსებთ. კიდევ უფრო მეტი დამტენის შესაძლებლობა იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე დაკვირვება, აღმოფხვრის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი, ან შეიძლება კონკრეტულ მარშრუტებს გაგრძელება სჭირდება.

არსებულ ქსელზე დაკვირვება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა, ახალი ქსელის დამატება, ახალი მიკროავტობუსის დამატება, კონკრეტულ მარშრუტზე დამატებით ავტობუსის გაშვება და ა.შ. ანუ, ის პატარ-პატარა ხარვეზები, რომლებიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველა იქნება გამოსწორებული და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დაკვირვება ყოველდღიურად მიმდინარეობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გავხადოთ, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, იმისათვის რომ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს.

ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა, დღეს უკვე ძალიან ბევრი ქუჩა გვაქვს, სადაც უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლიათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, ზედამხედველობას გავაგრძელებთ და სადაც პრობლემები იქნება, ჩარევა და არსებული პრობლემის გამოსწორება მაშივე მოხდება,“ – განაცხადა კალაძემ.

“დიდი უბედურებაა, რომ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე” – კალაძემ გამგებლებს მოუწოდა დღესაც საგანგებო რეჟიმში იმუშაონ

მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება – კალაძის თქმით, გარემოვაჭრეებს ბაზრობებზე გადაიყვანენ