LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი უბედურებაა, რომ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე” – კალაძემ გამგებლებს მოუწოდა დღესაც საგანგებო რეჟიმში იმუშაონ

82
კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს მოუწოდა, მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, დღესაც საგანგებო რეჟიმში იმუშაონ, რათა ადამიანებს დახმარება დროულად აღმოუჩინონ.

„გუშინდელ ძლიერ ქარს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა მოყვა. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე, ტატიანა პავლოვა. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო, ახლობლებს, მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა და გამოსწორება შესაძლებელია, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა არის ადამიანის გარდაცვალება.

მინდა გამგებლებს და გამგეობებს მოვუწოდო, რომ მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, დღესაც მოსალოდნელია ქარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო რეჟიმში მუშაობა გაგრძელდეს. 24 საათის განმავლობაში იყო შემოსული ზარები, ადგილზე გადიოდნენ ჩვენი სამსახურები და დღესაც მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო ამ მიმართულებით, რათა ადამიანებს თანადგომა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ქალი, რომელსაც თბილისში, გუშინ, ძლიერის ქარის გამო, ვარკეთილში, ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ვარკეთილში, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები