LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელსაც თბილისში ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა

648
ec7cfd20e346bb5e53df68a71d84149e

ქალი, რომელსაც თბილისში, ვარკეთილში, ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაშავებული 40 წლის ქალი კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ 14:13 საათზე შეიყვანეს.

მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ექიმის თქმით, მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 16:30 საათზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა. შედეგად, დაშავდა ორი ქალი.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე ქალს „ბოკერიას კლინიკაში“ ოპერაცია ჩაუტარდა.

პაციენტი ამ ეტაპზე ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g