LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: სიტყვები უძლურია ასეთ დროს… მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს

227
კახა-კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას ის “ფეისბუქზე” ავრცელებს და იმედს გამთქვამს რომ გადარჩენილების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

„დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g