თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების გადახედვას არ განიხილავს.
„თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს“ – დავით ხაჯიშვილი
კახა კალაძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს:
„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს.
2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას თავისი ხედვა წარუდგინოს.
„არ ვაპირებთ ამის გადახედვას [5%-იანი საარჩევნო ბარიერი]. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ.
თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე?
ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის,