LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ვთხოვ ყველა მოშიმშილეს, შეწყვიტონ შიმშილობა – ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ

82
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ყველას, ვინც ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მითხოვნით შიმშილობს, მიმართავს – შიმშილობა შეწყვიტონ.

როგორც კალაძე აცხადებს, დაწესებულება რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველაფრით არის უზრუნველყოფილი, რომ მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს:

“მეთვრამეტე დაწესებულება, სადაც იმყოფება სააკაშვილი, ყველანაირად არის უზრუნველყოფილი, როგორც ყველა ნორმალური, ძლიერი კლინიკა. ამ დაწესებულებაშიც ყველაფერი არის უზრუნველყოფილი, რათა მას ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. მინდა, მივმართო და ვთხოვო ყველა მოშიმშილეს, თავი დაანებონ შიმშილობას, შეწყვიტონ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.” – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ ის არ იმყოფებოდა ქვეყანაში და იყო მიუნხენსა და დუბაიში.

მისივე თქმით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხიმგებლობას გრძნობს, ისევე როგორც უნდა გრძნობდეს ოპოზიცია.

„მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური.

შაგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, თავდაპირველად, 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 

პარლამენტის კიდევ ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო 14 ნოემბერს. 

გუშინ პროტესტის ამავე ფორმას მიმართა რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”.

ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გუშინ ასევე დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” 5-მა დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g