„მაშინ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია რაც დღეს ხდება“– ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის გაძღოლას.
როგორც კალაძემ განაცხადა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა აღარ უნდა ჩატარდეს.
„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება“– აცხადებს კალაძე
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული, რა მოჰყვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი დელეგატების საქართველოში ჩამოსვლას.
„ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა კალაძემ.
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/679382012485325/
რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
დაძაბულობა პარლამენტის შესასვლელთან - აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ითხოვენ (ვიდეო)
აქციის მონაწილეებმა დავით ქაცარავასთან ერთად შეძლეს შენობაში დეტექტორებამდე მისვლა.
დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ.
თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო. “ოცნების” უმრავლესობა მიმდინარე სესიას გაემიჯნა, გამონაკლისია ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც გავრილოვისგან საჩუქარი მიიღო და განაცხადა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება – სად უცნობია.
„სირცხვილი მთავრობას“ - ეწერა პლაკატზე.
ზაქარია ქუცნაშვილმა დემონსტრანტების ბანერი დახია