LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე:”გაზპრომთან” დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი

45

“გაზპრომთან” დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი, ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეს პირველ რიგში, ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა ვინც ამ თემაზე ყველაზე მეტს ყვიროდა და ყველაზე მეტს საუბრობდა. “გაზპრომთან” დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით”, – განაცხადა კალაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან.

“მაგრამ, რატომღაც, ამ ფაქტებს ივიწყებენ და არავინ საუბრობს. არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გაადაბიჯოს. გასაგებია, რომ არჩევნების წელი მოდის და პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიები, პოლიტიკოსები შეეცდებიან, რომ მოსახლეობას რაღაცით შეახსენონ თავი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g