LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალათბურთზე გასართობად მივედი, მწვრთნელმა კი თქვა, რომ ეს ბავშვი „ენბიეისთვისააო“ – ნიკა ცქიტიშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში”

507
ნიკა ცკიტიშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ კალათბურთელი, ნიკა ცქიტიშვილი სტუმრობდა,  რომელმაც საკუთარ კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა. 

„ფოტოებს რომ ვუყურებ, ჭრელი „ლუი ვიტონის“ ბოტასები და ქამრები… ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ყველაფერი მე მეცვა…“- ნიკა ცქიტიშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

წამყვანის შეკითხვაზე, თუ როგორ მიაღწია მან ასეთ დიდ წარმატებას, მან უპასუხა, რომ ბავშვობაში კალათბურთით გატაცებული სულაც არ ყოფილა და კალათბურთზე ბევრი არაფერი იცოდა. როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, ნიკამ ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო, უკვე 2.5 წელიწადში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.

„მე კალათბურთზე გასართობად მივედი, მწვრთნელმა კი თქვა, რომ ეს ბავშვი „ენბიეისთვისააო“. 18-19 წლის ასაკში მე უკვე „ენბიეიში“ დავიწყე თამაში. ბევრ რამეს ვნანობ, ჩემნაირი მოთამაშე იქ უფრო მეტ ხანს უნდა ყოფილიყო. სპორტსმენად 24-25 წლის ასაკში ყალიბდება ადამიანი, მე კი 19 წლის ვიყავი. მსოფლიო მოთამაშეებიდან სულ რაღაც 400 სპორტსმენი თუ მოხვედრილა „ენბიეიში“, მე კი ნუცუბიძეზე გაზრდილი ბიჭი მანდ ვთამაშობდი. ბავშვობაში „დარბაზის ვირთხას“ მეძახდნენ, დილიდან საღამომდე ვვარჯიშობდი“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები