„ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია, გავიმარჯვო. არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, განაცხადა ჰარისმა.
ჰარისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.
ამასთანავე, კამალა ჰარისი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტია.
ვიცე-პრეზიდენტობამდე 59 წლის პროფესიით იურისტი კამალა ჰარისი, კალიფორნიის შტატის გენერალურ პროკურორის პოზიციას 4 წლის განმავლობაში იკავებდა. მანამდე კი, იგი აშშ-ის სენატში აირჩიეს.
გასაკვირი არაა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პროფესიით იურისტი და ყოფილი პროკურორი კამალა ჰარისი, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მეტად ლიბერალური პოლიტიკით გამოირჩევა და ლგბტ თემის ღია მხარდამჭერია.
დასავლური მედია ხშირად აშუქებდა მის აქტივობებს უმცირესობების საკითხების მხარდაჭერის საკითხებზე, ასევე „პრაიდ აღლუმზე“ გამოჩენილი აქტიური იურისტის რანგში.
კამალა ჰარისი – 2017 წელი – კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ კამალა ჰარისი პოლიციის საყოველთაო რეფორმის, ასევე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის, გარემოს დაცვისა და თანასწორი ქორწინების მომხრეა.
ჰარისმა, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში საჩივარიც კი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მერვე მუხლი (რომელიც 2008 წელს კენჭისყრით მიიღეს და რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კრძალავს) უნდა გაუქმებულიყო.
კამალა ჰარისი ემიგრანტების შვილია (მისი სახელი სანსკრიტის ენაზე „ლოტოსის ყვავილს“ ნიშნავს). დედა – შამალა გოპალანი წარმოშობით ინდოელია. მამა კი – დონალდ ჰარისი ეკონომიკის პროფესორია, წარმოშობით იამაიკიდან.
„კალიფორნიაში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, რომელიც საჯარო სკოლაში ინტეგრირებულ მეორე კლასში იყო და ის ყოველდღე ავტობუსით მიჰყავდათ სკოლაში. და ის პატარა გოგო მე ვიყავი“, – თქვა ჰარისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც კამალა ხუთი წლის იყო. კამალას უმცროსი და მაია ჰარისი, იურისტი, მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჰილარი კლინტონის გუნდის წევრი იყო. ჰყავს მეუღლე – დუგლას ემჰოფი.
ოჯახთან ერთად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე
გუშინ, შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე 107 დღით ადრე, ჰარისმა მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბაიდენის შესანიშნავი მიღწევები შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მიღწევებს, რომლებიც მსახურობდნენ ორი ვადით.
„ამ თავდაუზოგავი და პატრიოტული აქტით, პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში: ამერიკელ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ყველაფერზე მაღლა აყენებს.
გასული წლის განმავლობაში, მე ვიმოგზაურე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვესაუბრე ამერიკელებს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შესახებ და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებ მომდევნო დღეებსა და კვირებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“. – განაცხადა კამალა ჰარისმა.
რაც შეეხება საქართველოზე ჰარისის განცხადებებს, ამა წლის 14 მაისს პარლამენტის მიერ ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, კამალა ჰარისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, თვალს „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს.
ინფორმაციითვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას უჭერს.