კალიფორნიაში მდებარე სამმა მეჩეთმა მუქარის წერილი მიიღო. წერილში ისლამის მიმდევრები “სატანის შვილებად“ არიან მოხსენიებული.
„ქალაქში ახალი შერიფია – პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ამერიკის გასუფთავებას გეგმავს და მიზნად ისახავს ქვეყანა კვლავ ბრწყინვალე გახადოს“, -ნათქვამია მუსლიმების წინააღმდეგ მიმართულ წერილში.