LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიელი წყვილი ევერესტის მწვერვალზე დაქორწინდა

89

სიყვარულს მთებს გადაგადგმევინებს – კალიფორნიელი წყვილი ევერესტის მწვერვალზე დაქორწინდა.

ეშლი შმეიდერმა და ჯეიმს სიმსონმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ტრადიციული ცერემონია მათთვის საკმარისი არ იყო და რაღაც განსაკუთრებული უნდა მოეფიქრებინათ. ამიტომ, ბევრი არ უფიქრიათ და 8848 მეტრის სიმაღლეზე შეუღლება გადაწყვიტეს. 32 წლის ეშლი და 35 წლის ჯეიმსი ექსპედიციისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და ნეპალში ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ჩაფრინდნენ.

როგორც წყვილის ფოტოგრაფი შარლეტონ ჩერჩილი აცხადებს, დანიშნულების ადგილამდე ასასვლელად მათ სამ კვირაზე მეტი დასჭირდათ, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირდა, რადგან მართლაც დაუვიწყარი კადრები შექმნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები