კალიფორნიის გუბერნატორმა მთელი შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამჯერად, მიზეზი А ჰეპატიტი გახდა. ინფორმაციას Los Angeles Times-ი ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციის გამოცხადება საშუალებას მისცემს შტატის სამედიცინო სამსახურს ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა უშუალოდ მწარმოებლებისგან შეიძინოს და ის მოსახლეობას დაურიგოს“, – ნათქვამია გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეპიდემიის ეპიცენტრი უფრო იმ რაიონებშია გავრცელებული, სადაც მეტი უსახლკარო და ნარკოტიკების მომხმარებელია დაფიქსირებული.
A ჰეპატიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა.