LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული, არიან დაშავებულებიც და განადგურებულია სახლებიც – სიცხისა და ქარის გამო, ხანძრის მოცულობა იზრდება

53
xanZarikalifor

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ხანძარი კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, ქალაქ საკრამენტოსთან, 230 მილის დაშორებით მდებარე ტყეში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად უკვე დამწვარია ოთხი ათასი აკრის ოდენობის ტერიტორია.  განადგურებულია დაახლოებით ასამდე საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა.

მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ხანძრის მოცულობა სწრაფად იზრდება. მიმდებარე რეგიონებიდან უკვე განხორციელდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია, რომელთა შორის არიან დაშავებულებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები