LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალმარის თამაშის“ კიდევ ერთი სეზონი გამოვა – სერიალის ფინალურ ნაწილში ლეონარდო დიკაპრიო გამოჩნდება

193
page

Netflix-მა გახმაურებული სერიალის – Squid Game მეორე სეზონის დასრულების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, კიდევ ერთი ნაწილის გამოსვლა დააანონსა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ,,კალმარის თამაში” მეორე სეზონით დასრულდებოდა, თუმცა სატელევიზიო შოუს სიქუელის ბოლო ეპიზოდის შემდეგ, მაყურებელმა სერიალის მესამე სეზონის ანონსი იხილა.

ცნობილი გახდა, რომ ,,ნეტფლიქსზე” Squid Game-ის უკანასკნელი სეზონი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის ფინალურ ნაწილში ლეონარდო დიკაპრიო გამოჩნდება. ინსაიდერის თქმით, მსახიობს ეპიზოდური როლი ექნება. ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროს ცნობითვე, დიკაპრიომ თავად გამოთქვა სურვილი სატელევიზიო შოუში ეთამაშა, რადგან ის მისი ფანია.

შეგახსენებთ, რომ ,,კალმარის თამაში” სამხრეთ კორეული დრამაა, რომელშიც საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული და იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები