LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KALMATRON – სამშენებლო მასალა, რომელიც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის ვადას ზრდის

965
სოსო ჩხაპელია

კალმატრონი (KALMATRON) ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, რომელიც მსოფლიომ აშშ-დან გაიცნო. ეს არატოქსიკური პროდუქტი საქართველოში 2006 წლიდან გახდა ხელმისაწვდომი, ზუსტად ხუთის წლის შემდეგ კი მისი ადგილობრივად წარმოება გახდა შესაძლებელი. ამ ყველაფრის სათავეში ჰოლდინგი „კალმატრონჯორჯია“ დგას, რომელმაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის არაერთგზის მოიპოვა ავტორიტეტული კომპანიების ჯილდოები, მათ შორის საქართველოსა და საერთაშორისო ბიზნესასოციაციების მიერ.

სოსო ჩხაპელია, ჰოლდინგ კალმატრონჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორი:

– კალმატრონის ისტორია საქართველოში 2006 წლის აპრილში დაიწყო, როცა ეს ჰიდროსაიზოლაციო მასალა ქვეყანაში შემოვიტანე. სხვათა შორის, კალმატრონის შესახებ რეკლამა პირველად სწორედ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გავიდა და პირველი გამოხმაურება სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურიდან მოჰყვა. შესაბამისად, პირველი ობიექტი, სადაც კალმატრონი გამოიყენეს, ავლაბარში მშენებარე პრეზიდენტის სასახლე იყო.

2009 წლის მარტში, ბრენდის მფლობელის ნებართვის საფუძველზე, საქპატენტში ჩემს სახელზე დავარეგისტრირე კალმატრონის სასაქონლე ნიშანი და მას შემდეგ საქართველოში არავის აქვს აღნიშნული მასალის შემოტანისა და წარმოების უფლება.

2011 წლის თებერვლიდან საქართველოში კალმატრონის ნაირსახეობის წარმოება დავიწყეთ და ვამაყობ, რომ უკვე ექსპორტზე გადის აღნიშნული მასალა შეფუთვაზე წარწერით: „წარმოებულია საქართველოში“. ამ ეტაპზე სომხეთთან ვთანამშრომლობთ, უფრო მეტიც, პარტნიორების თხოვნით, მომავალ კვირას ერევანში მივემგზავრები, სადაც რამდენიმე ობიექტზე კონსულტაციას გავუწევ, რა ტექნოლოგიის გამოყენება იქნება უპრიანი. იმედი მაქვს, მალე სხვა მეზობელ ქვეყნებშიც შევძლებთ საქართველოში წარმოებული კალმატრონის გატანას.

საქართველოში წარმოებული კალმატრონი გამოყენებულია ბევრ როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული დანიშნულების ობიექტებზე და რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტაძრების მშენებლობასა და აღდგენითი სამუშაოებში.

გარდა იმისა, რომ კალმატრონი ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, გააჩნია ბიოციდური თვისებები და გამოიყენება კვების მრეწველობაში, საცურაო აუზებში, სარწყავ არხებში, კაშხლებში და ა.შ. სხვათა შორის, საქართველოში წარმოებული კალმატრონი გამოყენებულია ლაგოდეხის, თელავის, ქობულეთის, ბორჯომის, ბაკურიანის  და სხვა სასმელი წყლის საცავებში.

– ბატონო სოსო, კალმატრონის თვისებებზე უფრო სიღრმისეულად გავამახვილოთ ყურადღება.

– კალმატრონი გამოყენება როგორც ბეტონში, ქვიშა-ცემენტის ხსნარში, მოჭიმვაში დანამატის სახით, ასევე აღდგენითი სამუშაოების წარმოებაში. ის გახლავთ ყინვამედეგი, ხანძარმედეგი, წყალმედეგი, ნესტმედეგი – ბათქაშის ზედაპირზე გამოირიცხება სოკოს გაჩენა, რაც ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში როცა მივდივართ, გზად ვხედავთ სახლებს, რომელთა კედლებზეც აკრულია ან შიფერი ან თუნუქის ფურცელი, ზღვის ნოტიო ჰაერისა და წვიმების გამო ნესტისა და სოკოს გაჩენა რომ აირიდონ თავიდან, მაგრამ ისინი პრობლემის ბოლომდე ამოძირკვას ვერ ახერხებენ, კალმატრონი კი არის მარტივი გამოსავალი – ქვიშა-ცემენტში მისი დანამატის სახით შერევით მივიღებთ გარანტირებულ შედეგს.

კალმატრონი ბეტონსა და ბათქაშს სიმტკიცესა და სიმკვრივეს სძენს. იქ, სადაც აგრესიული გარემოა, ვთქვათ გოგირდმჟავაა და კალმატრონი დანამატის სახითაა გამოყენებული, ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივდება. შედარებისთვის, გოგირდმჟავაში საკონტროლო ბეტონი ჩააგდეს და გაირკვა, რომ 6 თვის განმავლობაში გოგირდმჟავამ ბეტონის ზედაპირი 25-30 მილიმეტრით დააზიანა, რაც იმას ნიშნავს, რომ არმატურის დამცავი ფენა უკვე შეჭმული იყო და გოგირდმჟავა უკვე არმატურაზე გადადიოდა. ხოლო, როდესაც კალმატრონნარევი ბეტონი ჩააგდეს გოგირდმჟავაში, ნათელი გახდა, რომ გოგირდმჟავას არმატურამდე მისასვლელად 50 წელი დასჭირდებოდა. შესაბამისად, როდესაც მეკითხებიან, რამდენად აძვირებს კალმატრონი თვითღირებულებას, ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია, არათუ არ აძვირებს, პირიქით, აიაფებს და თან ექსპლუატაციის ვადას ზრდის.

– კალმატრონის ნაირსახეობებზეც მოგვიყევით.

– კალმატრონის პროდუქცია არსებობს ერთკომპონენტიანი და ორკომპონენტიანი. KALMATRON-D-სა და KALMATRON-E-ს გააჩნიათ მაღალი შეღწევადობის უნარი, KALMATRON-N-ს – თვითგაფართოების თვისება და მაღალი მოჭიდების უნარი. კალმატრონის ეს ნაირსახეობები ერთკომპონენტიანია, ისინი ზავდება წყალში და სასურველი კონსისტენცია მიიღება სხვადასხვა დოზირებით. KALMATRON-C და KALMATRON-K ორკომპონენტიანი გახლავთ და მოჭიდებასთან ერთად წელვადობითაც ხასიათდებიან. KALMATRON-K გამოიყენება გარე სამუშაოების დროს, ყინვამედეგია და არ ეშინია მზის სხივების, ხოლო KALMATRON-C განკუთვნილია შიდა სამუშაოებისთვის. შესაძლებელია სხვადასხვა სახის კალმატრონის შერწყმაც. ამიტომაცაა, რომ ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი სირთულის სამშენებლო სამუშაოების დროს გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g