LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალოიანი: საქართველოში 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ჩავარდნილი ვაქცინაციაა და ეს რიცხვი გაიზრდება

373
ვახტანგ კალოიანი

“დაახლოებით 2 კვირა იქნება კრიტიკული იმ თვალსაზრისით, რომ იმ მოქალაქეების დამძიმების დრო მოდის, რომლებიც დაინფიცირდნენ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენს სამედიცინო სისტემას არ წალეკავს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

როგორც კალოიანი აცხადებს, საქართველოში 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ჩავარდნილი ვაქცინაციაა და ეს რიცხვი გაიზრდება:

“ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების, სამწუხაროდ, ეს ციფრი გაიზრდება.

“ეკონომისტმა” გამოაქვეყნა საინტერესო კვლევა – ის ხელისუფლებები, სადაც პოპულისტები არიან ძალაუფლებაში, მათთან ბევრად მეტი გარდაცვლილია, ვიდრე არაპოპულარული ღონისძიებების გამტარებელი ხელისუფლების ქვეყნებში. საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოპულისტურ პოლიტიკას. ვაქცინაციის გეგმაში არის გაწერილი კეთილი სურვილები, თუმცა არ არის გაწერილი ამ სურვილების შემსრულებლები. ეს თავიდანვე იყო ამ დოკუმენტის ყველაზე სუსტი წერტილი.

დაახლოებით 2 კვირა იქნება კრიტიკული იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ, იმ მოქალაქეთა დამძიმების დრო მოდის, რომლებიც დაინფიცირდნენ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენს სამედიცინო სისტემას არ წალეკავს”, – თქვა კალოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g