LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამბოჯას ხელისუფლებამ ანჯელინას მიერ აყვანილი ბავშვის შესახებ ინფორმაცია უარყო

73

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანჯელინა ჯოლიმ მეშვიდე ბავშვი კამბოჯადან იშვილა, ამ დღეებში უარყვეს. ამასთან, ეს ინფორმაცია ჯოლი-პიტის ოჯახის წარმომადგენლებმა არც დაადასტურეს, არც უარყვეს.

გუშინ,  კამბოჯას სოციალური საკითხების მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა. აღნიშნული საკითხი მანაც უარყო. საერთაშორისო გაშვილების კომისიის წარმომადგენელმა, საო სამპოისმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია „ფეისბუქიდან“ შეიტყო და ის სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, კამბოჯაში სტუმრობის დროს, ანჯელინა ჯოლის არ მიუმართავს კომისიისთვის მსგავსი თემით, სხვა გზით კი ლეგალური შვილად აყვანა ქვეყნიდან შეუძლებელია.

2001 წლის შემდეგ, აშშ-სა და კამბოჯას შორის არ არსებობს ორმხრივი შეთანხმება შვილად აყვანის შესახებ, რადგან ამერიკულმა მხარემ ის ბავშვების ვაჭრობის შემთხვევების გამო აკრძალა.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 05: Brad Pitt and Angelina Jolie are seen after landing at Los Angeles International Airport with their children, Pax Jolie-Pitt, Maddox Jolie-Pitt, Shiloh Jolie-Pitt, Vivienne Jolie-Pitt and Knox Jolie-Pitt on February 05, 2014 in Los Angeles, California. (Photo by GVK/Bauer-Griffin/GC Images)
მთელი ეს ისტორია კი საკმაოდ ჩახლართულად გამოიყურება, რადგან 14 წლის მედოქსი, რომელიც ასევე კამბოჯადან არის, ენჯიმ 2002 წელს აკრძალვის შემოღების შემდეგ აიყვანა. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ 2002 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის გამონაკლისი დაუშვეს და შვილად აყვანის პროცედურა ნამდვილად ლეგალურია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები