LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კამერას გამოვრთავთ, ისე რომ არავის ხელს არ დავარტყამთ” – გურამ ფალავანდიშვილი

210
72970411-434842103882967-6855543531344232448-n

დღეს გახმაურებული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენება თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

პარალელურად, ანტილიბერალური ჯგუფები მობილიზებულები არიან, რათა კინოჩვენება არ შედგეს. ისინი ჩვენების ჩაშლას დიდი ხანია აანონსებენ.

ამ საკითხზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითვებს პასუხი გასცა. მან ჩვენების ჩაშლის ფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არაძალადობრივი გზით მოხდება.

თუ მაინც აჩვენეს, მთავრობა უნდა გადადგეს - ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება მობილიზებულია

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ხვალ ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება

„ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა, კომბლების და ჯოხების გარეშე. ერთ-ერთი ვარიანტია კამერის გამორთვა. კარს გამოვაღებთ და კამერას გამოვრთავთ, ისე რომ არავის ხელს არ დავარტყამთ და არავის შევეხებით. ამ ფილმის დაშვება კანონდარღვევა.

ფილმი კატების წამებაზე რომ იყოს, ალბათ თქვენც დადგებოდით და არავის შეუშვებდით. თქვენ ჰომოსექსუალიზმი მიგაჩნიათ ნორმად. ეს არის სიბინძურის დემონსტრირება... ამაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს.

თუ პროტესტის მიუხედავად, როცა მთელი სამღვდელოება ფეხზე დგას, ამ სამი დღის განმავლობაში  მთავრობა შვედეთის თუ სატანისტების მოთხოვნით მაინც ჩაატარებს ჩვენებას, მაშინ პასუხი მათ უნდა მოვთხოვოთ…

1500 ადამიანი მარტო სამეგრელოდან მოდის, ნეტავ 8000 ჩამოვიდეს. ვინც ვართ, შევეცდებით, ხელებაწეულებმა, შიშველი ხელებით, არაძალადობრივად ჩავშალოთ ჩვენება. იმის ხარჯზე რომ ბევრნი ვიქნებით ალბათ ყველას ვერ გამოგვყრიან…  5 ჯგუფად გავიყოფით და ამ ჯგუფებს უფროსი თაობის ხალხი ვუხელმძღვანელებთ, რომ ექსესები არ მოხდეს. გინებაც კი არ იქნება, არც შეურაცხყოფა.

თუმცა ზოგის სურვილით, რომ თუ სირცხვილის კორიდორში ჯარის თანხლებით გაივლიან, კვერცხები და პომიდვრები შეიძლება დავუშინოთ. „- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები