LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებას არ ველი – გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს

99
5555

სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი შვილთან, ალექსანდრე ფალავანდიშვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებას არ ელის.

მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცავებს კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.

ცნობისთვის, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლში დილიდან იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც.

მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

გურამ ფალავანდიშვილისა და “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები